"ფინანსების მენეჯერის" პროგრამა
ეკატერინე იოსელიანი. ხაშური. გომი. 2018 წელი.
"ცოდნის მიღება ყველაზე დიდი ინვესტიციაა"- ქალბატონი რუსუდან ჟორჟოლიანის ეს სიტყვები თავისებურ მოტივად გასდევდა მთელს სასწავლო პროცესს. ჩემთვის ეს იყო ცოდნის შემოწმების, საკუთარ ძალებში დარწმუნების, უამრავი სასარგებლო ინფორმაციის მიღებით ახალი სიმაღლის შეგრძნების, ემოციურად ძალიან დატვირთული 4 თვე. სრული პასუხისმგებლიბით შემიძლია განვაცხადო, რომ ეს პროექტი არის რევოლუცია ჩვენი სფეროს სპეციალისტთა აზროვნებაში, რომელიც უბრალო მოანგარიშედან თავს შემოქმედად გაგრძნობინებს... ქალბატონი რუსუდანის თითოეული ლექცია, თითოეული რჩევა ფასდაუდებელი გზამკვლევია, ერთგვარი საგზალი პროფესიულ ლაბირინთში, რომელშიც ვიცი, აღარ დავიკარგები.... ერთი წუთითაც არ მიგრძვნია ინტერნეტ-სიშორე, თითქოს ცხადად შევიგრძნობდი იმ აუდიტორიის ატმოსფეროს-თბილს და ძალიან ადამიანურს.... ეკრანის კუთხეში, მუდამ მოციმციმე ფანჯრის მიღმა კი ვიცოდი მეგულებოდა ადამიანი, რომელიც ნებისმიერ კითხვაზე პასუხს მომცემდა და დროულ დახმარებას აღმომიჩენდა მუდმივ სადღეღამისო რეჟიმში. უღრმესი მადლობა, ბატონო ელგუჯა ამისთვის! სამადლობელი ბატონ თამაზს საინტერესო ონლაინ-ლექციებისთვის... ქედს ვიხრი მთლიანი ჯგუფის მაღალი პროფესიონალიზმის წინაშე! >
ცისანა ტუღუში. ქუთაისი 2017 წელი
ბედნიერი ვარ, რომ გაგიცანით ქალბატონო რუსუდან, გამართლებაა როცა თქვენნაირი პიროვნება გასწავლის.>
მეგი ხოლიაშვილი. კასპი სოფ. მეტეხი 2017 წელი.
სიტყვებით ვერ გადმოვცემ ჩემს პატივისცემას თქვენდამი.. ეს ყველაზე კარგი პროექტია რაც კი შეიძლებოდა შექმნილიყო. განუმეორებელია ქალბატონი რუსუდანი. მადლობა თქვენ ამ ყველაფრისთვის.>
რუსუდან მინდელი ქუთაისი 2017 წელი.
ბუღალტერიას ვერ ვიტანდი, რადგან ვერ დადიოდა ჩემამდე. თანაც მარკეტინგი, პიარით ვიყავი დაკავებული, მოხდა ისე, რომ ქუთაისში დამჭირდა ფინანსების და ბუღალტერიის ცოდნა, რომ გავიკითხე საუკეთესო კურსი, ყველამ ბიზნესის აკადემიური ცენტრი მირჩია. დავუჯერე მათ და ნამდვილად არ ვნანობ, მეტიც ქ-ი რუსუდანის ლექციების წყალობით შემიყვარდა ბუღალტერია! შემიძლია თამამად ვთქვა, რომ საჭირო დროს, საჭირო ადგილას მოვხვდი, მადლობა მთელს გუნდს ამისთვის!!!>
ლამზირა კირკიტაძე თერჯოლა 2017 წელი.
მინდა გამოვხატო ჩემი გულწრფელი მადლობა ბიზნესის აკადემიური ცენტრის კოლექტივის მიმართ. ქალბატონი რუსუდანის ლექციები ამომწურავ პასუხს გვაძლევდა ყველა საკითხზე, პროგრამა რომელიც შემოგვთავაზეთ არის ხელმისაწვდომი ყველა დაინტერესებული პიროვნებისთვის, რაც გვიზოგავს დროს და გვაძლევს ღრმა ცოდნის მიღების შესაძლებლობას. მადლობთ ამ ყველაფრისათვის.>
ნანა წოწერია ოზურგეთი 2017 წელი.
ძალიან კმაყოფილი ვარ. დიდი მადლობა ასეთი კომპეტენტურობისთვის. საფუძვლიან ცოდნას იძლევით.>
თათია გოგოძე ქუთაისი 2017 წელი.
დიდი მადლობა ასეთი კარგი პროგრამისათვის, ქალბატონო რუსუდან განსაკუთრებით თქვენ, საუკეთესო ლექტორი და სპეციალისტი ხართ. დიდი მადლობა ადმინისტრაციას, ასეთი კარგი დამოკიდებულებისათვის სტუდენტებისადმი, ნამდვილ პროფესიონალთა გუნდი ხართ. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა.>
ლამზირა კირკიტაძე თერჯოლა 2017 წელი.
ქალბატონო რუსუდან მოხიბლული ვარ თქვენი ლექციებით. უღრმესი მადლობა. თქვენ დიდ დახმარებას უწევთ თითოეულ თქვენ მსმენელს ცოდნის გაღრმავებაში.>
ჰრიფსიმე ოვანოღლიან ახალქალაქი 2017 წელი.
მადლობა თქვენს კარგი გაკვეთილებისთვის, დიდი მადლობა ქ-ნ რუსუდანს. მინდა ავღნიშნო, რომ ქართული ძალიან კარგად არ ვიცი (კარგი ლაპარაკის პრობლემა მაქვს), მაგრამ ლექციები იმდენად გასაგებია, რომ დღემდე პრობლემა არ შემქმნია. დიდი მადლობა!>
ოთიკო ხურცია ქუთაისი 2017 წელი.
დიდი მადლობა თქვენ დიდი მადლობა ქალბატონ რუსუდანს და მთლიანად თქვენს კოლექტივს ესეთი პროფესიონალიზმისთვის.>
ელენე არჩვაძე თბილისი 2017 წელი.
ძალიან დიდი მადლობა ყველას, ქალბატონ რუსუდანს სრულყოფილი და გასაგები ახსნისთვის, სუპერ ლექტორი!!!, ბატონ ელგუჯას ყურადღებისთვის და მხარდაჭერისთვის, ბატონ თამაზს "ორისის" ლექციებისთვის და შეცდომების ახსნისთვის, მთელს გუნდს, რომელმაც იმუშავა ამ პროგრამაზე და შემაძლებინა ამ კურსის დაძლევა!!!>
მარიკო ედიბერიძე ქუთაისი 2017 წელი.
ძაალიან დიდი მადლობა ყველას, განსაკუთრებით ქალბატონ რუსუდანს , რომელიც მაქსიმალურად ცდილობდა 4 თვის განმავლობაში გასაგები ყოფილოყო ყველა თემა. მადლობა ბატონ ელგუჯას (შეტყობინება ყოველ 2 წუთში მოტივაციისთვის. ძალიან რთული, დაძაბული რეჟიმი და ბოლოს სასიამოვნო შედეგი წარმატებას გისურვებთ მთელ კოლექტივს .>
ნინი მაკარიძე ზესტაფონი 2017 წელი.
სასურველ დროს, სასურველ ადგილზე- ამ სლოგანს 1000000% ამართლებთ, ყველაზე კვალიფიციურები და ყველაზე ენერგიულები ხართ, შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა, მადლობა რომ არსებობთ და ხართ ესეთი კარგები, გვაძლევთ იმის საშუალებას რომ სამსახურის პარალელურად, სახლიდან გაუსვლელად დავეუფლოთ იმ პორფესია, რომელიც ბაზარზე საკმაოდ მოთხოვნადია, კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა.>
რიმა დიასამიძე ახალციხე 2017 წელი.
ბიზნესის აკადემიური ცენტრი ნამდვილად იძლევა შესაძლებლობას დაეუფლოთ პროფესიას სასურველ ადგილას. ამ პროცეში ჩართულია უმაღლესი კვალიფიკაციის მქონე პირები. თქვენი დრო და ენერგია ამ გუნდთან ერთად საბოლოო ჯამში იძლევა სასურველ შედეგს, ამოწურულ საკითხებს, კვალიფიკაციას. დიდი მადლობა ამ გუნდს და განსაკუთრებით ქალბატონ რუსუდანს, რომელსაც ნამდვილად აქვს განსაკუთრებული უნარი ნებისმიერი საკითხის მარტივად გადმოცემის. მიხარია რომ სწორედ აქ დავიწყე ამ პროფესიის დაუფლება და ვთვლი რომ ერთ-ერთი საუკეთესო ცენტრია საქართველოს საგანმანათლებლო სფეროში!>
დარეჯან უგრეხელიძე რუსთავი 2016 წელი.
როგორი ამაყი ვარ, რომ მეორე ეტაპს ვიწყებ, როგორ მომნატრებიხართ ქალ. რუსუდან, მისაბაძი პიროვნება და პროფესიონალი ბრძანდებით მთელი თქვენი გუნდით. ამაყი ვარ, რომ თქვენს ხელში ვიზრდები.>
ესმა დევდარიანი წყალტუბო 2016 წელი.
მინდა ყველას ვუთხრა თუ ვინმეს სურვილი აქვს მიიღოს საუკეთესო ცოდნა და სურს გახდეს პროფესიონალი მიმართეთ baco.ge-ს. ორი უნივერსიტეტი მაქვს დამთავრებული და ასეთ ლექტორს არ შევხვედრივარ. >
მარიეტა ლეთოდიანი ხონი 2016 წელი
ბუღალტერიის სწავლა მას შემდეგ გადავწყვიტე, რაც მივხვდი რომ დამატებითი სამუშაოს მოსაძიებლად ჯერ დამატებითი პროფესია უნდა მოიძიო. 2013 წელს შემთხვევით მოვხვდი ,,ბიზნესის აკადემიურ ცენტრში“. ეს იყო ბედნიერი შემთხვევა; დისტანციური სწავლება იყო ძალიან მოსახერხებელი ჩემთვის. მადლობა გუნდს ასეთი ხარისხისათვის.>
მაია ბიწაძე თბილისი 2016 წელი
მე გახლავართ მაია ბიწაძე, 53 წლის. baco-ს რეკლამა შემთხვევით ვნახე facebook-ზე, სიმართლე გითხრათ, დიდხანს ვადევნებდი თვალყურს ამ საიტს, ვუსმენდი ქალბატონი რუსუდანის მიმოხილვით ლექცია-საუბრებს, და მივხვდი, რომ ეს ის იყო, რასაც მე დიდი ხნის მანძილზე ვეძებდი...ვეძებდი და სურვილი მქონდა ისეთ პროფესიონალ ადამიანებთან მქონოდა ურთიერთობა ამ სფეროში, ვისაც იოლად ვთხოვდი დახმარებას, თუ რაიმე გაურკვეველი იქნებოდა ჩემთვის და იმათგანაც უანგაროდ და პროფესიონალურ პასუხს მივიღებდი...მე დღეს ეს სურვილი ამისრულდა, რადგან თქვენი - baco-ს მთელი გუნდის და "თანადგომის" სახით მე ეს დასაყრდენი უკვე მაქვს! უზომოდ მადლიერი ვარ უფლის, რომ თქვენთან შემახვედრა.>
გიორგი ჭიაბერაშვილი შვეიცარია ჟენევა 2016 წელი
მე ვარ გიორგი ჭიაბერაშვილი, ვარ თბილისიდან მაგრამ ამჟამად ვსწავლობ შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში სამედიცინო ფაკულტეტის მეოთხე კურსზე. რადგან მომავალში ჩემს მეგობრებთან ერთად ვაპირებთ პროექტის წამოწყებას, ყველამ დავინაწილეთ თითო სფერო ჩვენი სწავლის გარეთ რომელიც დაგვეხმარება წარმატების მიღწევაში, ამიტომ მე დავიწყე ბუღალტერიის სწავლა. Baco.ge-ს პროგრამა ჩემი მოთხოვნილებებს და სტანდარტებს აკმაყოფილებს სრულად და არის მეტად მისაბაძი მოდელი სწორად ინფორმაციის მიწოდებისა, რომლითაც ადვილად შეიძლება ცოტა დროში დაეუფლო საკმაოდ კომპლექსურ პროფესიას. ეს პროგრამა ადვილად გვანახებს იმ დეტალებს რომელთა გამორჩენაც სავალალოა ყველა ფინანსური მენეჯერისთვის. ასევე მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ქალბატონ რუსუდანს, ბატონ ელგუჯას და მთელ ბიზნეს აკადემიური ცენტრის გუნდს მათი დიდი შრომისა და დახმარებისთვის, რადგან ამ პროგრამის ესეთი გამართულობა მათი დამსახურებაა.>
თათია გუბელაძე ქუთაისი 2016 წელი.
სურვილი მქონდა ამ რთულ და საინტერესო პროფესიასაც დავუფლებოდი და მესწავლა, გამომეცადა ჩემი თავი ამ სფეროში. ახლობლისგან შევიტყვე "bac"- ოს კურსების შესახებ,რომლის 2-ი დონე ონლაინ სწავლების რეჟიმით გავიარე.ძალიან საინტერესო იყო მთელი სწავლების პერიოდი.თავიდან ვფიქრობდი რომ ვერ შევძლებდი ამ ურთულეს პეოფესიასთან დაახლოებას და შესწავლას, მაგრამ ქალბატონ - "რუსუდან ჟორჟოლიანის" პეოფესიონალიზმის, მისი სწორი და კარგად ახსნილი ლექციებით ჩემთვის ყველაფერი გასაგები გახდა.>
გიორგი მიქელაშვილი თბილისი 2016 წელი.
ბუღალტერიას რაც შეეხება ბოლო წლებში გამიჩნდა სურვილი გავცნობოდი ამ პროფესიას და ამ დროს აღმოვაჩინე "ბიზნესის აკადემიური ცენტრი", რომელიც აღმოჩნდა ჩემთვის ყველაზე მისაღები ფორმატის და პროფესიონალთა გუნდი, ხოლო აქ სწავლა აზარტული თამაშივით, რისთვისაც მადლობას ვუხდი მთელს გუნდს და განსაკუთრებით ქალბატონ რუსუდანს, რომლის ახსნილი ლექცია არის ყოველთვის ამომწურავი>
ბესო მანჯგალაძე თბილისი 2016 წელი.
ბუღალტერიას რაც შეეხება, შეიძლება ჩათვალოთ ჩემ ჰობად, გატაცებად, ახირებად...რამდენჯერმე ვცადე საკუთარი ძალებით მიმეღო განათლება ლიტერატურის და ინტერნეტის საშუალებით, მაგრამ ყოველთვის, რაღაც ეტაპზე განვიცადე კრახი ვინაიდან, ვაწარმოებ თითო-ოროლა ბიზნესს და ყოველთვის მყავდა არასახარბიელო ბუღალტრები, რომლებმაც შეიწირეს ჩემი ნერვებიც და ქონებაც, საბოლოოდ გადავწყვიტე თავად დავუფლებოდი ამ პროფესიას; ამას ხელი შეუწყო იმანაც, რომ უპირობოდ მაწყობდა მხოლოდ დისტანციური სწავლების მეთოდი, აღმოვაჩინე baco.ge და გავრისკე-დავიწყე სწავლა... მეორე საკითხია BACO-ს პროგრამა და მეთოდოლოგია... ქალბატონი რუსუდანის ლექციები- ჩემთვის გამაოგნებლად ინფორმაციული აღმოჩნდა- ასე მგონია 25-ე კადრია ჩადებული. პროგრამულად დისტანციური სწავლებისთვის ყველაფერია ფაქტობრივად უზრუნველყოფილი; >
ნათია ციბირაშვილი ქუთაისი 2016 წელი.
მოვედი ბიზნეს აკადემიურ ცენტრში. დავიწყე სწავლა დიდი მონდომებით , ქ-ნი რუსუდანის ლექციებმა კი დროის შეგრძნება დამაკარგვინა. არვიცი ყველა ასე ხართ თუ არა, მაგრამ მე პირადად, ძალიან დიდი დრო და ენერგია მჭირდება თითოეული თემის შესასწავლად. რამდენჯერაც ვუსმენ ერთსა და იმავე ლექციას, ყველა ჯერზე ახალ მომენტს ვიჭერ და მიჩნდება სურვილი ისევ დავუბრუნდე იგივე საკითხს, სიახლის ძიებაში; თუ კითხვა მიჩნდება ხშირად პასუხი ისევ ლექციაში მიპოვია.>
თამთა ჩიტორელიძე ბაღდათი 2016 წელი.
ბუღალტერიით განსაკუთრებით კი საგადასახადო დაბეგვრით ყოველთვის დაინტერესებული ვიყავი, მაგრამ ვერ წარმომედგინა თუ ასეთი გამართული სასწავლო პროგრამა სადმე იქნებოდა, ახლა ვხვდები როგორი მადლობელი უნდა ვიყო იმ ადამიანის ვინც თქვენი პროგრამის შესახებ იმფორმაცია მომაწოდა. ამ პროგრამის გავლა და თქვენთან ურთიერთობა ჩემთვის დიდი გამოცდილებაა. აქ მოსვლის შემდეგ გავიგე რა არის პროფესიონალიზმი, მივხვდი რისი კეთება მინდა. ცოდნასთან ერთად ამ პროგრამამ საკუთარი თავის რწმენა შემმატა. მადლობას ვუხდი ქალბატონ რუსუდანს და მთელ თქვენს გუნდს.>
ლაშა მიგინეიშვილი. მარტვილი. 2016 წელი.
ვსწავლობ ბიზნესის აკადემიურ ცენტრში რაც პირადად ჩემთვის და დარწმუნებული ვარ ყველა მსმენელისთვის არის უდიდესი პატივი და ბედნიერება, ძალიან დიდი ცოდნისა და გამოცდილების დაგროვება. იყო "baco"ს სტუდენდი ეს ნიშნავს ძალიან ღრმად შეისწავლო თეორიული საფუძვლები განმტკიცებული და ხორცშესხმული პრაკტიკული მაგალითებით, ამოცანებით ტესტებით კონკრეტული სიტუაციების განხილვით, მუდმივი თვითკონტროლით იმ უნარებისა და თვისებების შეძენით რაც საციცოცხლოდ მნიშველოვანია ამ პროფესიაში წარმატების მისაღწევად.>
ნიკა შავგულიძე. ქუთაისი 2016 წელი.
რაც შეეხება ბუღალტერიას, ეს ჩემთვის ძალიან ძნელად შესასწავლი ჩანდა, უნივერსიტეტში მქონდა ამ საგანთან შეხება, მაგრამ სიმართლე გითხრათ მიჭირდა გაგება, წარმოუდგენელიც კი იყო ჩემთვის ამ ყველაფრის შესწავლა. შემდეგ გადავწყვიტე თქვენს ცენტრში სწავლის დაწყება, სწავლის პროცესი ძალიან მომწონს, რთული არის ამ ყველაფრის სწავლა, მაგრამ ამავდროულად საინტერესოცაა, როდესაც იცი რომ ყოველი თემის ბოლოს გაქვს ტესტირება, სულ ცდილობ რომ ტესტს მომზადებული შეხვდე. არ მეგონა თუ საქართველოში ასეთი გამართული სასწავლო სისტემა იქნებოდა სადმე, თან სწავლა ონლაინით არის, მაგრამ მე პირადად არანაირ პრობლემას ეს არ მიქნის, პირიქით უფრო მოსახერხებელიც არის. პირადად დიდ მადლობას ვუხდი ქალბ. რუსუდანს და მთელ თქვენს გუნდს, ძალიან საინტერესოა თქვენი ლექციები, მაქსიმალური ცოდნის მიღება შეიძლება , თუ სტუდენტი არ იზარმაცებს ვთვლი რომ ამ კურსებმა დიდი ცოდნა მომცა. >
ნათია კაპანაძე. ქუთაისი. 2016 წელი.
ძალიან კმაყოფილივარ ონლაინ სწავლების და ვთვლი რომ მართლაც ინოვაციური სისტემაა ქართული რეალობისთვის.>
ქეთი კარკაძე ბაღდათი 2016 წელი.
ბუღალტერიის შესწავლა ჩემს გეგმებში დიდი ხანია შედიოდა და გადაწყვეტილება, რომ ეს პროფესია ბისზნესის აკადემიურ ცენტრში შემესწავლა, განაპირობა იმ უამრავი ადამიანის კმაყოფილებამ, რომლებიც აქ დაეუფლნენ ამ პროფესიას. უღრმესი მადლობა მინდა გადავუხადო ქალბატონ რუსუდანს და მთელს ბიზნესის აკადემიურ ცენტრს, რომ არსებობენ და მსმენელებს შესაძლებლობას აძლევენ დაეუფლნონ ამ პროფესიას ასეთ მაღალ დონეზე. პირადად ჩემთვის აქ სწავლების პროცესი ძალიან საინტერესო და სასიამოვნოა.>
ცირა ოქროპილაშვილი. ქუთაისი 2016 წელი.
ვეძებდი კურსს რომელიც მომცემდა შესაბამის თეორიულ განათლებას, რომ შემდეგ მისი გამოყენება არ გამჭირვებოდა პრაქტიკულ საქმიანობაში. თქვენს შესახებ რომ გავიგე, თავიდან სიმართლე გითხრათ არ მეგონა ონლაინ სწავლება თუ ასეთი საინტერესო და მოსახერხებელი იქნებოდა. ნებისმიერ დროს შემეძლო დავმჯდარიყავი და მომესმინა ლექციებისთვის. ამისთვის დიდი მადლობა თქვენ მთელ ჯგუფს ვინც მუშაობდით და განსაკუთრებული მადლობა ქალბატონ რუსუდანს. >
ანა თუთარაული ქუთაისი 2016 წელი.
ყოველთვის მინდოდა ბუღალტრული აღრიცხვის კურსების გავლა, მაგრამ ვერ ვახერხებდი დროის უქონლობის გამო. შემდეგ გავიგე რომ ეს შესაძლებელი იყო დისტანციურადაც. პირველივე ლექციის მოსმენის შემდეგ მივიღე გადაწყვეტილება რომ გავივლიდი კურსის სამივე ეტაპს (შეუძლებელია მოუსმინო ქალბატონი რუსუდანის ლექციებს და სხვა გადაწყვეტილება მიიღო). დიდი სურვილი მაქვს მიღებული ცოდნა გამოვიყენო პრაქტიკაში. მეამაყება რომ ასეთი მაღალი დონის ცენტრი არსებობს ქუთაისში. დიდი მადლობა ბიზნესის აკადემიურ ცენტრის მთელს გუნდს ასეთი საინტერესო სწავლის მეთოდის დანერგვისათვის.>
ნინი ფიფია ქუთაისი 2016 წელი.
მადლობა ბიზნესის აკადემიურ ცენტრს საინტერესო პროგრამისთვის, განსაკუთრებული მადლობა ქ. რუსუდანს ასეთი ნაყოფიერი და საინტერესო მუშაობისთვის, ასე მარტივად და გასაგებად ახსნილი თითეული ლექციისთვის. გმადლობთ>
შოთა რევიშვილი ქუთაისი 2016 წელი.
ქ-ნი რუსუდანის, როგორც სპეციალისტის შესახებ ადრეც მხოლოდ საუკეთესო მქონდა განაგონი. ხოლო როგორც პედაგოგი-- უბრალოდ ბრწყინვალეა. ყოველ ლექციას დიდი ინტერესით ვუსმენდი, მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკასთან არავითარი შეხება არ მქონდა მანამდე>
მარი კოტრიკაძე ქუთაისი 2016 წელი.
ქალბატონო რუსუდან თქვენ ასწავლით არა მარტო ფინანსებს, არა მარტო სალექციო კურს კითხულობთ,არამედ თქვენი ყოველი სიტყვა,თქვენი სწორი დამოკიდებულება,თქვენი შეხედულებები ყოველი საკითხის მიმართ საოცარ შტაბეჭტილებას ტოვებს,თქვენ უბრალოდ ცხოვრებას ასწავლით,არასოდეს მომბეზრდება ტქვენი მოსმენა,მადლობა თქვენ ყველაფრისათვის,მადლობა თქვენ რომ არსებობთ.>
ეთო ქარჩხაძე ქუთაისი 2016 წელი.
დიდი მადლობა ქალბატონ რუსუდანს და მთლიან შემადგენლობას, ასეთი ნაყოფიერი და საინტერესო მუშაობისთვის,შეუძლებელი არაფერი ყოფილა თქვენი დახმარებით,განსაკუთრებული გუნდი ხართ ნამდვილად,მინდა ყველამ გაიგოს ეს.ყველა, ვინც აქ სწავლას გადწყვეტს მინდა ვუთხრა BACO ში შეიძენს ძალიან დიდი ცოდანს და გამოცდილებას.>
მაია აკობიძე ხონი 2016 წელი
რამდენი სასერთიფიკაციო პროგრამა თუ სემინარი გამივლია, მაგრამ თქვენთან გატარებული პეროიდი პროფესიული ზრდის გარდა ადამიანური და ცხოვრებისეული დიდ გაკვეთილებად დარჩება ჩემში.>
მაია ბიწაძე თბილისი 2016 წელი
"წაიღებ აქედან იმდენს, რამდენსაც შენ მოინდომებ" - ქ-ნი რუსუდანის ეს სიტყვები ძალიან დიდ სტიმულს მაძლევდა სწავლის უაღრესად საინტერესო, სასარგებლო და სასიამოვნო პროცესის განმავლობაში. უღრმესი მადლობა ქალბატონ რუსუდანს - ასეთი პროფესიონალიზმით, ასე მარტივად და გასაგებად ახსნილი თითოეული ლექციისათვის... ბატონ ელგუჯას და ბატონ თამაზს - ასეთი გულისხმიერი დამოკიდებულებისათვის ჩვენს მიმართ! საქმისგან მოუწყვეტლად, შენთვის სასურველ დროსა და გარემოში პროფესიონალურად დაეუფლო ახალ- არც თუ ისე იოლ პროფესიას, აიმაღლო კვალიფიკაცია, ჩამოგიყალიბდეს სწორი ხედვა და მიდგომა - ეს თქვენი პროფესიონალური გუნდის უდიდესი დამსახურებაა ! >
ნატა ზვიადაძე ქუთაისი 2016 წელი.
მეც შევუერთდები მადლიერი სტუდენტების მრავალრიცხოვან რიგს და დიდი მადლობას გადაგიხდით baco-ს მთელ კოლექტივს ასეთი მაღალი დონის სწავლებისათვის. თავიდან მეც სკეპტიკურად ვუყურედი ონლაინ სწავლების რეჟიმს, მაგრამ შედეგმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა, მადლობთ ქალბატონო რუსუდან თქვენ ამისთვის. დიდი იმედი მაქვს მარტიდან ისევ ჩავებმები სასწავლო პროცესში მეორე დონეზე სწავლის გასაგრძელებლად.>
ზაზა მალანია ზუგდიდი 2016 წელი
ძალიან დიდი მადლობა ქალბატონ რუსუდანს, და ბიზნეს აკადემუირი ცენტრის მთელ ადმინისტრაციას. დიდი სურვილი მაქვს გავარგძელო სწავლების II დონეზე - საგადასახადო დაბეგვრის სპეციალისტი. სიმართელ გითხრათ არ მოველოდი ასეთი სწავლების დონეს! მეგონა რომ ძალიან ადვილად იქნებოდა.>
რუსუდან წერეთელი ჭიათურა 2016 წელი
უღრმესი მადლობა მინდა ვუთხრა BACO-ს მთელ გუნდს: ქალბატონ რუსუდანს და ყველას, ვინც ძალიან გულისხმიერად მპასუხობდა ყველა კითხვაზე და აკეთებდა ყველაფერს, რომ სწავლის თუ ტესტირების პროცესი ყოფილიყო მაქსიმალურად კომფორტული. თქვენ აკეთებთ ნამდვლად დიდ საქმეს არა მხოლოდ თქვენი სტუდენტებისთვის, არამედ ქვეყნისთვის (ამას ვამბობ პათეტიკის გარეშე),რადგან პროფესონალი კადრი ძალიან საჭიროა დღეს ჩვენს ქვეყანაში და ქალბატონი რუსუდანის ყველა ლექციაზე იგრძნობოდა, რომ ეს არ იყო მხოლოდ ბუღალტრის გაზრდა, ეს იყო ქვეყნისთვის პროფესიონალი კადრის აღზრდა. დიდი მადლობა თქვენ ამისთვის, ეს კურსი იმაზე მეტი იყო ვიდრე ველოდი. დიდი სურვილი მაქვს გავაგრძელო შემდეგ კურსზე სწავლა, იმედია ამას შევძლებ. წარმატებებს გისურვებთ.>
თამუნა ცაგარეიშვილი ქუთაისი 2015 წელი.
პირველ რიგში მადლობას გიხდით ბაცო-ს მთელ კოლექტივს, რომლებსაც არც დრო და არს ენერგია არ დაგიშურებიათ ჩვენთვის, მადლობა ესეთი მაგარი განათლებისთვის, რომელიც ისე გადმოგვეცით ეს ურთულესი პროგრამა ყველასთვის გასაგები ,საინტერესო გახადეთ, ქალბატონ რუსუდან განსაკუთრებული მადლობა მსგავსი გადმოცემის და თბილი ლექტორი მე პირადად არ შემხვედრია, მომენატრება თქვენთან შეხვედრები იმედია მალე გავაგრდძელებ და მექნება თქვენი ლექციების მოსმენის საშუალება.>
ფატი ბოკელავაძე წყალტუბოს რ-ნი 2015 წელი
მოგესალმებით ძვირფასებო, მე ვფიქრობ ბიზნეს აკადემიური ცენტრი ერთადერთი ცენტრია სადაც სრულყოფილად და მაღალ დონეზე ისწავლება ბუღალტრული აღრიცხვის დონეები, დიდ მადლობას ვუხდი ამისთვის მთელ კოლექტივს და განსაკუთრებით ქ-ნ რუსუდან ჟორჟოლიანს, რომელმაც არაჩვეულებრივად და ჩვენთვის გასაგებ ენაზე მოგვაწოდა ლექციები. გმადლობთ.>
სოფიო ლექვინაძე აშშ ნიუორკი 2015 წელი.
დიდი მადლობა ქალბატონ რუსუდანს და ბატონ ელგუჯას პროფესიონალიზმის და გულისხმიერებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ვიმკოფები ნიუ ოურკში და დროის სხვაობა საკმაოდ დიდია არანაირი პრობლემა ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით არ მქონია. ძალიან მიხარია, რომ ჩვენს სამშობლოსში არის ასეთი დონის სასწავლებელი. არ მეგონა ბუღალტერია ოდესმე თუ დამაინტერესებდა. პროგრამა იმდენად დახვეწილია, რომ ამ სფეროში დამწყები სტუდენტისთვის შესაძლებელია უპრობლემოდ მისი დაძლევა და ცოდნის მიღება. P.S. ჩემი აზრით მხოლოდ მაღალი დონის განათლებას შეუძლია პოზიტიური ცვლილების მოხდენა ცხოვრებაში და ზოგადად ქვეყანაში. გისურვებთ წარმატებებს! >
ნინო ჯანგირაშვილი 2015 წელი.
კითხვებთან დაკავშირებით მინდა გითხრათ,რომ ქალბატონი რუსუდანი ისე ამომწურავად გვიხსნის ყველაფერს და იმდენჯერ უბრუნდება ერთი და იგივე საკითხს, რომ კითხვები უბრალოდ არაგ გვიჩნდება.>
ბესიკ ტოგონიძე რუსთავი 2015 წელი.
მადლობა ქალბატონ რუსუდანს და მთელ თქვენს კოლექტივს საინტერესო და სასარგებლო სასწავლო პროცესისთვის!>
ფიქრია რატიანი ქუთაისი 2015 წელი
მაგრამ ეხლა იმაზე მეფიქრება მესამესაც რომ დავამთავრებთ მერე რა მეშველება? “baco“-ში სწავლის პროცესი ის პროცესია რომელიც მთელი ცხოვერბა არ მოგბეზრდება...>
სოფიო მაღლაქველიძე ტყიბული 2015 წელი
რთული იყო შემაჯამებელი ტესტირებისთვის მზადება, განსაკუთრებით ბოლო კვირა. უკანასკნელ ძალებს ვიკრეფდი და ღმერთს ვთხოვდი გამოცდამდე მიმიყვანე, რომ წყალში არ ჩამეყაროს ამდენი შრომათქო. სრულიად ძალაგამოცლილი რამდენჯერ წარმოვიდგენდი, რომ ტესტირება წარმატებით გავიარე და დასვენების სასიამოვნო დღეებიც მალე დადგებოდა, მაგრამ სულ ორი დღეა რაც ამ დაძაბულობის რეჟიმიდან გამოვედი და უკვე მენატრება ის, უკვე ჩვეული დაძაბულობა. არ ვიცი ასეთი რა ჯადო აქვს ბაცოს... არ დავიღლები თქვენდამი მადლიერების გამოხატვით... დიდი მადლობა ყველას...>
სალომე მინდიაშვილი ქუთაისი 2015 წელი.
ძალიან დიდი მადლობა ბიზნეს აკადემიურ ცენტრ "baco’-ს" იმისთვის, რომ მომცა შესაძლებლობა გავრკვეულიყავი ისეტ საინტერესო და ლაბირინთულ პროფეციაში რასაც ბუღალტერია ქვია. ჯერ კიდევ აუარებელი რამ გვაქს სასწავლი თუმცა ვფიქრობ რომ ბევრი საკითხი გარკვეული გახდა. ეს 4 თვე იყო საოცრად დამღლელი და შრომატევადი თუმცა სასიამოვნოც. მე უდიდეს პატივს ვცემ თქვენ პროფესიონალიზმს. განსაკუთრებული მადლობა მინდა ვუთხრა ქალბატონ რუსუდანს. ბატონ ელგუჯას რომლებიც სულ მზად იყვნენ თითოეული ჩემი შეკითხვისთვის ეპასუხათ.>
თამუნა კვირიკეიშვილი ქუთაისი 2015 წელი
მადლობა „ბიზნეს აკადემიური ცენტრი“-ს მთელ კოლექტივს ასეთი საინტერესო პროგრამისათვის..განსაკუთრებული მადლობა ქალბატონ რუსუდანს არაჩვეულებრივი ლექციებისთვის.მე ვარ ის სტუდენტი,რომელმაც ბუღალტერია “ანი ბანი“-დან დავიწყე და დასაწყისშივე ვიგრძენი ჩემთვის უცხო პროფესიისადმი სიყვარული,რომელიც ქალბატონმა რუსუდანმა გააღვიძა ჩემში..აღარაფერს ვლაპარაკობ მის პროფესიონალიზმზე ეს ისედაც ყველასათვის ნათელია,უბრალოდ მინდა გისურვოთ ჯანმრთელობა,წინსვლა და წარმატებები...და კიდევ ვისურვებდი საქართველოში მრავლად იყოს თქვენისთანა ადამიანები (არა მარტო პროფესიული თვალსაზრისით) ბევრისგან მსმენია თქვენზე,მაგრამ შედეგმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა აქ იღებ ცოდნას,რომელიც თან სიამოვნებას განიჭებს და რომელიც ჩემი აზრით ნებისმიერ სფეროში გამოგვადგება..გამომდინარე აქედან დიდი სურვილი მაქ მესამე ეტაპიც გავიარო..ასევე წარმატებები და პროფესიული წინსვლა მინდა ვუსურვო ჩემ ჯგუფელებს,მოხარული ვიქნები მესამე ეტაპსაც ერთად თუ გავაგრძელებთ... >
ირინე ბუცხრიკიძე ქუთაისი 2015 წელი
ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა baco-ს ყველა თანამშრომელს.განსაკუთრებით ქ-ნ რუსუდანს ასეთი საინტერესო ლექციებისათვის.დიდი მადლობა.>
თამთა ასათიანი წყალტუბო 2015 წელი.
ქალბატონი რუსუდანი, ყველაზე საუკეთესო ლექტორი, ვისთვისაც ოდესმე მომისმენია>
იამზე კვირიკაშვილი ბაღდათი 2015 წელი.
მინდა დიდი მადლიერების გრძნობა გამოვხატო ქ-ონ რუსუდანისა და ცენტრის ყველა თანამშრომლის მიმართ. თავიდან არ მეგონა, თუ ასეთ დიდ პროფესიონალიზმთან და სწავლების მაღალ დონესთან მექნებოდა შეხება. სწავლების ეს ფორმა ძალიან დახვეწილია და ჩემი აზრით მთელი რიგი უპირატესობები გააჩნია სწავლების დასწრებით ფორმასთან შედარებით, იგი გათვლილია სხვადასხვა დონის მსმენელზე, რაც მთავარია საქმისგან მოუწყვეტლივ, შენთვის სასურველ დროს და ადგილას ეუფლები ახალ პროფესიას ან იმაღლებ კვალიფიკაციას, ეს კი ძალიან მნიშვნელოვანია. ლექციების მთელ კურსს კი ლეიტმოტივად გასდევს ქ-ნი რუსუდანის სიტყვები: "წაიღებ აქედან იმდენს, რამდენსაც შემ მოინდომებ...">
ეკა მდივანი თბილისი 2015 წელი
ძალიან კმაყოფილი ვარ, ამომწურავი პასუხი მივიღე ბევრ საკითხზე რომელიც ჩემთვის ბუნდოვანი იყო, დიდი მადლობა მთელ კოლექტივს, ძალიან კარგი საშუალებაა პროფესიონალურად დაეუფლო ბუღალტერიას და ჩამოგიყალიბდეს სწორი ხედვა და სწორი მიდგომა, რაც აქამდე ჩემთვის ცოტა სხვაგვარად აღიქმებოდა კიდევ ერთხელ დიდი მადლობა.>
ნათია გაბუნია 2015 წელი
სწავლა რომელსაც ვერასდროს შეელევი, თან ასეთი ხარისხიანი.დიდი მადლობა ყველა იმ ადამიანს ვინც ამაში გვეხმარება და დაუზარელად გვიზიარებს.ეს არის შესაძლებლობა კარიერისთვის, წინსვლისთვის და ნათელი მომავლის შექმნისთვის.>
ხათუნა მახარობლიძე 2015 წელი.
ძალიან მაღალი დონის სწავლებაა. დიდი საშუალებაა მათთვის ვისაც სურს ბუღალტრის პროფესიას დაეუფლოს. ძალიან მომწონს სწავლების ეს მეთოდი, ქალბატონ რუსუდანს აქვს დიდი ცოდნა და გამოცდილება რომელსაც დაუზარებლად უზიარებს სხვებს. დიდი მადლობა მას და სასწავლო ცენტრის ყველა თანამშრომელს.>
დავით დავითულიანი. ქუთაისი 2015 წელი.
სწავლა, რომელიც სიამოვნებაა!!>
სულხან ხურციძე ქუთაისი 2015 წელი.
საუკეთესო საშუალებაა მათთვის ვისაც სურს დასახულ მიზანს მიაღწიოს, განსაკუთრებით როცა შენს შეკითხვებზე შეგიძლია ამომწურავი პასუხის მიღება რისი საშუალებაც სხვაგან არ არის.>
გოჩა დოლიძე ბაღდათი 2015 წელი
ძალიან მაღალი დონის და დახვეწილი სწავლებაა>
ლიკა შვანგირაძე ხონი 2015 წელი
მომწონხართ მე თქვეეეენ და არასოდეს დამავიწყდება, თქვენთან გატარებული 4 თვე..თქვენ საუკეთესოები ხართ.>
ირმა ჯანგავაძე ქუთაისი 2015 წელი.
სიტყვები არ მყოფნის გამოვხატო მადლიერება,სიყვარული და პატივისცემა ,,ბიზნესის აკადემიური ცენტრის'' მიმართ ვერც კი წარმომედგინა თუ ოდესმე ბუღალტერიით დავინტერესდებოდი.ჩემი მეგობრის რჩევით მივედი ქ–ნ რუსუდანთან და ზერელედ გავესაუბრე,არ მეგონა ჩემს ასაკში სტუდენტი თუ გავხდებოდი,მაგრამ ქ–ნ რუსუდანის მიღებამ ისეთი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე ეს ნაბიჯი გადავდგი და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი,რომ მხოლოდ მონდომებაა საჭირო და არასოდეს არაფერი არ არის გვიან.უღრმესი მადლობა ქ–ნ რუსუდანს (ის 8თვის განმავლობაში ჩემი ოჯახის წევრი იყო) ასეთი პროფესიონალიზმისათვის.უღრმესი მადლობა ბ–ნ ელგუჯას, რომელიც მზად იყო ნებისმიერ დროს ეპასუხა და რჩევა მოეცა.მთელ baco-ს ჯგუფს მადლობას ვუხდი გულისხმიერებისათვის.>
მანანა ირემაშვილი თბილისი 2015 წელი.
ძალიან დიდი მადლობა ყურადგებისათვის. ქალბატონ რუსუდანმა დამირეკა და გავოგნდი, ასეთი ხალხი აღარსად მეგულება უკვე. ნებისმიერ სიტუაციაში ყველა მოვალეობას იხდის თითქოს, თქვენ კი იმხელა ზრუნვას იჩენთ. დიდი მადლობა რომ არსებობთ. ყოჩაღ თქვენ! >
ზვიადი ზუბიაშვილი კასპი 2015 წელი.
უმაღლესი დონის სწავლებაა. პირადად მე დიდი მადლობა მინდა გადავუხადო baco.ge-ს კოლექტივს.>
ცისია ჩხეიძე თბილისი 2015 წელი.
მადლობა ყველას! განსაკუთრებით კი, თქვენ ქალბატონო რუსუდან, თქვენ ქალბატონო ელისო, თქვენ ბატონო ელგუჯა. მადლობას გიხდით, მთელ თქვენს გუნდს. პროფესიონალიზმისთვის და იმ ადამიანური გულისხმიერებისთვის, რასაც ჩვენს მიმართ იჩენთ. ძალიან მეიმედებით...წარმატებას ვუსურვებ, მთელ თქვენს გუნდს... >
ნინო გათენაძე. ბათუმი. 28.12.14
ძალიან დიდი მადლობა აბსოლუტურად ყველას: ქალბატონ რუსუდანს, ბაკოს მთელ ადმინისტრაციას და ჩემს ჯგუფელებს. ამაზე უფრო დაძაბულ, საინტერესო, რთულ და ამასთანავე აზარტულ სწავლას ვერც კი ვინატრებდი. წარმატებებს და წინსვლას გისურვებთ. ყველანი ძალიან შემიყვარდით.>
მთვარისა ბაბაჯანაშვილი 2014 წელი
დიდი მადლობა ძალიან საინტერესო ლექციები გაქვთ, იმედია გადავლახავ ამ ყველაფერს.>
ანა იოსებაძე 2015-02-04 თბილისი
დიდ მადლობა ქალბატონ რუსუდანს და მთელ მის კოლექტივს! მიუხედავად იმისა რომ მე-4 თავის თეორიული მასალა რთულად მომეჩვენა ვიდეო ლექციებში ისე კარგადაა ახსნილი მგონი არ უნდა გამიჭირდეს თქვენი დახმარებით ამის შესწავლა-გაგება. თქვენი ყურადგებითა და კომფორტული სწავლებით მოტივირებული ვარ დავეუფლო ამ გადმოსახედიდან ასე რთულ პროფესიას:)>
თეონა კვინიკაძე ქუთაისი 2015 წელი
მეც ეგრე ვარ ჯერ მასალას გავეცნობი, მერე ლექციას მოვისმენ და ისევ ვკითხულობ ,ქალბატონი რუსუდანის ლექციები არ ვიცი,ასეთი საოცარი გადმოცემა არ მინახავს>
ინგა გულუა ზუგდიდი 2015 წელი
თავიდან ტექსტებით ვიწყებ (რა თქმა უნდა ჩინურია ჩემთვის), მერე ლექციას ვუსმენ, მერე ისევ ვკითხულობ და მიკვირს, აქ ასეთი გაურკვეველი რა იყოთქო. მინდა დიდი მადლობა გითხრათ ვიდეო-გაკვეთილებისთვის. იმდენად მიმარტივდება ყველაფრის გაგება როცა ვუსმენ, იმედია, ასე იქნება მთელი ოთხი თვე. წარმატებებს გისურვებთ>
ნათია კობახიძე თბილისი 2015 წელი
ძალიან დიდი მადლობა, ბედნიერი ვარ და მიხარია რომ ასეთი ცოდნა დავაგროვე თქვენი დახმარებით,ჩემი წარმატება თქვენი დაუღალავი შრომის შედეგია.კიდევ მინდა მადლობა მოუხადო ყველას ვინც წვლილი შეიტანა ასეთი პროგრამის მომზადებაში,ალბათ მოვხვდები მეც ქუთაისში და პირადათ გაგიცნობთ ყველას.წარმატებები მინდა გისურვოთ მეც მთელ თქვენ კოლექტივს>
ილია გათენაძე ბათუმი 2015 წელი.
მადლობა თქვენ, მადლობა ჩემს კურსელებს და განსაკუთრებით დიდი მადლობა ქალბატონ რუსუდანს. ეს განვლილი კურსი არასდროს დამავიწყდება. უამრავ წარმატებას გისურვებთ. რამდენიმე წელიწადში აუცილებლად დაგიბრუნდებით მესამე ეტაპისასთვის.>
მაკა აბულაძე ქუთაისი 2007 წელი.
ქალბატონო რუსუდან უდიდესი სიყვარულით და პატივისცემით გეფერებით, დიდი ბედნიერებაა თქვენნაირი პროფესიონალის ლექციის მოსმენა, თქვენ არა მარტო პროფესია შეგვასწავლეთ არამედ ყველაზე დიდი ფასეულობა გახადეთ ჩვენთვის ახლო და მისაბაძი, რასაც ადამიანურეი ურთიერთობები და სიყვარულით საქმის კეთება ჰქვია, კოლეგიალობა და ერთმანეთის წარმატებით სიხარული, გაიხარეთ, თქვენს დიდ ოჯახთან ერთად ძალიან მიყვარხართ.>
დარეჯან ჩარკვიანი რუსთავი 2015 წელი
ასეთი კარგი და აზარტული რაც აქ ხდება სწავლის დროს იშვიათია. პირველი დონე გავიარე და ვაპირებდი გაჩერებას, მაგრამ ახლა ერთი სული მაქვს როდის დაიწყება სწავლაა.>
სოფო მაღლაქველიძე ტყიბული 2015 წელი
მოგესალმებით, ყველას გილოცავთ სწავლის პროცესის დაწყებას და წარმატებებს გისურვებთ... მიუხედავად იმისა, რომ ვიცი მარტივი არ იქნება, მაინც მოუთმენლად ველოდი ამ დღეს. პირველ ეტაპზე სწავლის პროცესისგან მიღებულმა დადებითმა მუხტმა, ნამდვილად გადაფარა ყველა სირთულე.>
ქეთი მუშკუდიანი ქუთაისი 2015 წელი.
ასევე დიდი მადლობა თქვენ რომ ხართ ასეთი კარგები და ყველაფერს აკეთებთ თითოეული ჩვენგანისათვის.>
ირინა ბუცხრიკიძე ქუთაისი 2015 წელი.
დიდი მადლობა მთელს თქვენს კოლექტივს ყველაფერ იმისათვის რასაც ჩვენთვის აკეთებდით. ძალიან დიდი მადლობა ქალბატონო რუსუდან.>
ქრისტინე აფრიდონიძე ქუთაისი 2015 წელი
ძალიან მომენატრა ქალბატონო რუსუდან თქვენი ლექციის მოსმენაა.>
ანა ჩიქოვანი თბილისი 2015 წელი
მე ისეთი ბედნიერი ვარ, ბუღალტერიის ლაბირინთებში ასე იოლად,რომ გავიკვლიე გზა ქ-ნ რუსუდანის დახმარებით სიმართლე გითხრათ,ბუღალტერია ჩემში ისეთ შიშს იწვევდა,რომ თავგზა მებნეოდა მე გაოცებული ვრჩებოდი თვითონ ახსნის მეთოდით,რთული თემების ასე იოლად მიწოდება ჩემთვის წარმოუდგენელია,მე ვიცი,როგორი განწყობით და ცოდნით დავიწყე და ვიცი როგორიც ვარ ეხლა,ჩემი შედეგით სასიამოვნოდ გაოცებული მადლობა ქ-ნ რუსუდანს და baco-ს თითოეულ წევრს,მაღალპროფესიონალური სწავლების და ძალიან ყურადღებიანი დამოკიდებულებისთვის.>
სოფო კაპანაძე ქუთაისი 2015 წელი
ნამდვილად, აქ გავიგე რას ნიშნავს ლექციის ახსნა, და თუ რა მარტივი ყოფილა ისეთი რთული საგნის სწავლა როგორიც ბუღალტერიაა,,,>
ნატო ჯიქიძე თბილისი 2015 წელი.
ძნელი მეჩვენებოდა და ცოტა ეჭვის თვალითაც უყურებდი, მაგრამ ძალიან შევცდი, ყველაფერი ისე მაღალ დონეზეა ორგანიზებული, რომ ყველა მოლოდინს გადააჭარბა. ლექტორია არაჩვეულებრივი ადამიანი ნამდვილი პროფესიონალი იმდენად საინტერესოდ ხსნის ლექციებს, რომ იფიქრებ რა მარტივი ყოფილაო. მე დღეს სერთიფიკატი მივიღე და თანაც სამსახურიც დავიწყე, ასე რომ ეჭვს ნუ შეიტანთ ამ არაჩვეულებრივ პროექტში.>
თათია ნიქაბაძე ქუთაისი 2015 წელი
დღეს ავიღე სერთიპიკატი + სარეკომენდაციო. მინდა იმ ოთხი თვისთვის დიდი მადლობა გადაგიხადოთ, პირველ რიგში ჩემს საყვარელ ქალბატონ რუსუდანს და მთლიანად მთელ ბიზნეს აკადემიური ცენტრის ჯგუფს.ჩემი წარმატება თქვენი დამსახურებაა.ჩემი თქვენდამი ნდობისა და პროფესიონალიზმის დასამტკიცებლად დიდი თავდაჯერებულობით და მონდომებით გავაგრძელებ მეორე დონეს. მე თქვენ ბუღალტერია შემაყვარეთ! ასევე მადლობა ჩემ თითოეულ კურსელს, გამხნევებისთვის და ესეთი კარგი ურთიერთობისთვის.>
ტასო უბილავა ქუთაისი 2015 წელი.
კარგი იქნება "მადლიერების დღის" აღნიშვნას საქართველოც თუ შეუერთდება. ქ-ნი რუსუდანი უპირველესია, ვისაც ამ დღეს დიდი სიამოვნებით მივულოცავდი.>
მარი ბაბუხადია ქუთასი 2015 წელი
ნებისმიერს შეუძლია სცადოს მხოლოდ იმისთვის რომ დარწმუნდეს როგორი დონის სპეციალისტები ყავთ და როგორი ხარისხიანი სწავლაა. მე გირჩევთ სცადოთ და დარწმუნებული ვარ 4 თვის მერე შედეგით თქვენც გაოცდებიით. წარმატებას ვუსურებ baco.ge-ს>
ზვიადი ზუბიაშვილი კასპი 2015 წელი
ბევრ დასწრებულზე ნასწავლს გავსაუბრებივარ და ვხვდები რომ იმათზე მეტი მისწავლია ონლაინში baco-ზე. მთავარია მოინდომო სწავლა. ჯერ გასინჯეთ და მერე განსაჯეთ. 12 დგეში კი უნდა მიხვდეთ ღირს ფულის გადახდა ასეთ სწავლაში თუ არა. მე ვიწყებ და თქვენც წარმატებები! >
სოფია ზღუდაძე თბილისი 2015 წელი.
გირჩევთ ყველას, ქალბატონი რუსუდანისნაირ პროფესუონალს იშვიათად შეხვდებით, და მარტო პროფესიონალიზმშიც არ არის საქმე, მსგავსი გადმოცემის უნარი მე არ მინახავს, პაქტობრივად დაგეჭილს გიდებთ თავში. მე ძალიან კმაყოფილი ვარ. ჯერ ნახევარი გავიარე ამ კურსის, მაგრამ ძალიან კმაყოფილი ვარ და დაინტერესებულებს, ყველას გირჩევთ.>
თემურ ქარქაშაძე ქუთაისი 2015 წელი.
ვაღიარებ რომ მეც ეჭვი მეპარებოდა და არ მინდოდა ონლინით სწავლა მაგრამ ქალბატონმა რუსუდანმა დამარწმუნა რომ არანაკლები შედეგი ქონდა დასწრებულზე, მეც დავუჯერე და დიდად კმაყოფილი და მადლობელი დავრჩი.ნამდვილად რომ უმაღლეს დონეზე მიმდინარეობს სწავლება, ასე რომ მეც ყველას ვურჩევ რომ სცადონ, დარწმუნებული ვარ უკმაყოფილო არავინ დარჩება.>
სალომე მინდიაშვილი ქუთაისი 2015 წელი.
აქ გავლილი ყოველი წუთი სწავლების განვითარების და პროფესიული სრულყოფისკენ არის მიმართული. მადლობა მთელ გუნდს ვინც ამაში იგებს მონაწილეობას. მინდა ჩემი უდიდესი პატივისცემა გამოვხატო ქალბატონი რუსუდანის მიმართ.>
ლიკა წიკლაური 2014 წელი
საოცრად მოხიბლული და კმაყოფილი ვარ თქვენი სწავლებით. ყოველი წუთი გათვლილი და პროფესიულად ძალიან ძალიან გამართული იყო. უღრმესი მადლობა ყველას.>
ანა ჩიქოვანი თბილისი 2014 წელი
ანა ჩიქოვანი. მადლობა, თქვენს ჯგუფს და ქ-ნ რუსუდანს. სხვისი არ ვიცი,მაგრამ მე თუ ბუღალტერიით ასე დავინტერესდებოდი და ქულებზე ვინერვიულებდი არ მეგონა რაც მთავარია,მე მივიღე ამ სწავლებით ცოდნა და ძალიან ბედნიერი ვარ ამას წერს ადამიანი,რომელსაც ბუღალტერია არ უყვარდა და კინაღამ სწავლასაც დაანება თავი,რომ არა ქ-ნ რუსუდანის სიტყვები "ახლა ანამ რაღაც ვერ გაიგო და იმიტომ დაწერა ასეო",ისეთი სითბო ვიგრძენი, რომ უცბად შევცვალე გადაწყვეტილება,არიან პროფესიონალები, მაგრამ ადამიანების ფსიქოლოგიას ასე კარგად არ იცნობენ, ჩემთვის ამ კუთხითაც ძალიან საინტერესოა ეს პროგრამა,რადგან გათვალისწინებულია ყველა ის ნიუანსი,რაც სწავლების პროცესს მეტად საინტერესოს და აზარტულს ხდის მადლობა თქვენ.>
გიორგი შენგელია ლანჩხუთი 2014 წელი
ისე ვიყავი მიჩვეული ეს ოთხი თვე, რომ ბუღალტერიის ლექციების მოსმენის გარეშე ალბათ ღამით დაძინება გამიჭირდება. >
ნინო გელაშვილი 2014 წელი
ძალიან მომენატრება ყველა მეგობარი და ეს დაძაბული ოთხი თვე ჩემს ტკბილ მოგონებაში გადაინაცვლებს. დიდი მადლობა baco-ს თავდადებული და ნაყოფიერი შრომისათვის. ქალბატონ რუსუდანს, ბატ.ელგუჯას, ბატ. თამაზსსა და მთელ ადმინისტრაციულ ჯგუფს.>
დარეჯან ჩარკვიანი რუსთავი 2014 წელი
ვერ წარმოიდგენთ როგორი კმაყოფილი ვარ baco-ს გუნდით და თქვენით ბავშვებო. საუკეთესო 4 თვე იყო ჩემთვის. უღრმესი მადლობა სუყველას..>
სოფო მაღლაქველიძე. ტყიბული სოფ კურსები. 28.12.14
ძალიან მინდა მოვძებნო ყველა ის სიტყვა, რომლითაც შემეძლება ჩემი კმაყოფილება და მადლიერება გამოვხატო ,,ბიზნესის აკადემიური ცენტრის" მიმართ. როცა უმაღლესი განათლება მივიღე და ნანატრი დიპლომი ხელში ავიღე, იმ დღით როცა ამას ჩემთვის ბედნიერება უნდა მოეტანა აღმოჩნდა, რომ ხელში მხოლოდ მიმზიდველი ფერის დიპლომი და პროფესიულ არჩევანში ყველაზე მცდარი გადაწყვეტილება შემრჩა. ამ დღიდან დაიწყო ჩემი სვლა ლაბირინთში, საიდანაც გამოსავალს ვერ ვპოულობდი და ვერც კი წარმომედგინა რომ დადგებოდა დღე როცა ჩემი პროფესიული არჩევანი რადიკალურად შეიცვლებოდა და თუ კიდევ შეიძლებოდა მქონოდა ეს შანსი. baco–ში მოსვლის დღიდან ვიგრძენი, რომ მოვედი იქ, სადაც დიდი ხნის წინ უნდა მოვსულიყავი და ეს იყო, რაც მთავარია ჩემი ყველაზე სწორი არჩევანი. >
ნინო გათენაძე. ბათუმი. 28.12.14
ძალიან დიდი მადლობა აბსოლუტურად ყველას: ქალბატონ რუსუდანს, baco-ს მთელ ადმინისტრაციას და ჩემს ჯგუფელებს. ამაზე უფრო დაძაბულ, საინტერესო, რთულ და ამასთანავე აზარტულ სწავლას ვერც კი ვინატრებდი. წარმატებებს და წინსვლას გისურვებთ. ყველანი ძალიან შემიყვარდით.>
ქრისტინე რობაქიზე ქუთაისი 2014
ძალიან გული მწყდება რომ ვამთავრებ...და ზუსტად ვიცი რომ ქალბატონი რუსუდანის ლექციები ძალიან მომენატრებაა..! არა, მარტო კიარ მომენატრება დამაკლდება ძალიან...ყოველთვის და ყველგან ვამბობ რომ baco-ს სტუდენტი ვარ:)))>
ანა ფაჩუაშვილი ქუთაისი 2013
მინდა ორიოდ სიტყვით გამოვხატო ჩემი მადლობა,შპს ,, ბიზნესის აკადემიური ცენტრის ''მიმართ...სულ რაღაც ერთი წლის წინ ვერც წარმოვიდგენდი, რომ ბუღალტერიით დავინტერესდებოდი, მაგრამ დღეს ეს უკვე ჩემი საყვარელი საქმეა...ალბათ, ეს არ მოხდებოდა, რომ არა თქვენი პროფესიონალიზმი, საქმის სიყვარული და ამ ყველაფრისადმი დამოკიდებულება. დიდი მადლობა ყველას. მე მეამაყება რომ თქვენი სტუდენტი ვიყავი.>
გვანცა ჩეჩელაშვილი ქუთაისი 2009 წელი.
ჩემთვის როგორც მსმენელისთვის ეს იყო სასიამოვნო გარემო, რომელსაც ქმნიდა ქალბატონი რუსუდანი თავის გუნდთან ერთად. არსებობს სწავლების ასეთი განსაკუთრებული სტილი, სადაც ხელოვნებადაა ქცეული პროფესია, ამას ნამდვილად ქვია შემოქმედება და პროფესიონალიზმი. გმადლობთ ყველაფრისთვის და იმ დღეებისთვის რაც ერთად გავატარეთ.>
ნინო მაისურაძე ქუთაისი 2005 წელი.
ღმერთის ნება იყო, რომ მე მომესმინა თქვენი წაკითხული ლექციები, ეს 4 თვე არ გავდა იმ წარსულ თვეებს და დღეებს, ეს იყო ულამაზესი პერიოდი ჩემს ცხოვრებაში. ვეღარ წარმომიდგენია ჩემი თავი ბუღალტერიის გარეშე. ქალბ. რუსუდან თქვენ ხართ დიდი სულისა და მადლის მქონე ადამიანი და ცხოვრებაში იმსახურებთ ყოველივე კარგს.>
ნინო ბასილია ქუთაისი 2009 წელი
მე შევადარებდი დედისა და შვილის ურთიერთობას ქალბ. რუსუდანსა და ჩვენს შორის, როგორც დედა არა მარტო ვალდებულების გამო ზრუნავს შვილის გაზრდაზე, არამედ სურვილი აქვს საუკეთესო იყოს ამ ქვეყანაზე და ზრუნავს მის სულიერ აღზრდაზე, ისე ზრუნავს ქალბატონი რუსუდანი ჩვენზე. ძალიან გული დამწყდა, რომ ასე მალე გავიდა 4 თვე და ამავე დროს მიხარია, რომ საქართველოში არსებობს ასეთი ორგანიზაცია და ბევრ ახალგაზრდას აქვს შანსი დაეუფლოს პროფესიას მაღალ დონეზე.>
თამარ შაინიძე ქუთაისი 2007 წელი.
მინიმალურ დროში აღწევთ მაქსიმალურ შედეგს, უბრალოდ ვერ მოდუნდები, უდიდესი პასუხისმგებლობის გრძნობაა ჩადებული ამ პროგრამაში. მადლობა ყველაფრისთვის.>
თიკო კილაძე ქუთაისი 2006 წელი
ეს 4 თვე ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდია ჩემს ცხოვრებაში, ამ პერიოდში არა მარტო ბუღალტერია შევისწავლე არამედ მივიღე ცხოვრებისათვის უკეთ შეხედვის შესაძლებლობა. რაც შეეხება ტრენინგს ასეთი ორგანიზებული, მაღალხარისხიანი და ნაყოფიერი არც მსმენია. მადლობა დაუვიწყარი თვეებისთვის! >
ჯონი სისვაძე ქუთაისი 2006 წელი
ბედნიერი მივდივარ აქედან და ეს პერიოდი ძალიან მომენატრება, რადგან პირველ რიგში ბუღალტერიას ,,ვეზიარე“ და საერთოდ ჩემი პიროვნება ვფიქრობ ,,რაღაცით“ მაინც გაიზარდა. მადლობა ყველას ვინც ეს ბედნიერება მომანიჭეთ. ძალიან მომენატრებით!>
უცნობი ქუთაისი 2005 წელი.
ქალბატონო რუსუდან! თავიანთი მოვალეობის შესრულებისას ადამიანები 100 თუ არა 50 %-თ მაინც, რომ იხარჯებოდნენ, ცხოვრება გაცილებით იოლი და სასიამობნო იქნებოდა. >
უცნობი ქუთაისი 2005 წელი.
ქალბატონო რუსუდან თქვენი პროგრამით მიღებული სიამოვნება თან გამყვება მთელი ჩემი ცხოვრების მანძილზე. ბედნიერი ვარ, რომ ეს ოთხი თვე ასეთ კარგ საზოგადოებაში გავატარე. მადლობთ! >
ნინო თევდორაძე. ქუთაისი 2017 წელი.
იმათთვის ვისაც ნამდვილად უნდა სრულყოფილი სწავლა, ეს პროგრამა ნამდვილი საჩუქარია! მსგავსი პროფესიონალიზმი, მობილიზება, ას პროცენტიანი მზადყოფნა დახმარებისათვის და ამასთან ერთდ სითბო და სიყვარული თითოეული მონაწილისადმი მე არსად შემხვედრია! მადლობა კიდევ ერთხელ თქვენ ქალბატონო რუსუდან, ბატონო ელგუჯა და თქვენთან ერთად მთელს გუნდს დიდი მადლობა ამისთვის! თქვენ მართლაც არ გჭირდებათ რეკლამა!>
შეცვალეთ წარმოდგენა თანამედროვე სწავლებაზე, რომელიც მიმდინარეობს მაღალტექნოლოგიების გამოყენებით და რამდენჯარმე ეფექტურია დასწრებულ სწავლებასთან შედარებით, შედეგი შთამბეჭდავია!